დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გასაჩივრება.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა.