2017 წლის პირველ კვარტალში მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 2.8%-ით (1.6 ათასი კაცი) არის გაზრდილი და 59.4 ათას კაცს შეადგენს. ბიზნეს სექტორში მშენებლობა რიგით მეოთხე ყველაზე დიდი დამსაქმებელია ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების შემდეგ.
როგორც Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობაში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება 11%-ით (148 ლარი) არის გაზრდილი და 1512.4 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში რიგით მესამე ყველაზე მაღალი შრომის ანაზღაურება მშენებლობის სფეროშია.
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ანაზღაურება მშენებლობის სექტორში ფიქსირდება სამოქალაქო მშენებლობის სხვა სამუშაოებში (3,910 ლარი), საინჟინრო ნაგებობების მშენებლობაში (2,114 ლარი) და არსებული ნაგებობების აღებასა და სამშენებლო მოედნის მომზადებაში (1,949 ლარი).