საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი თეა სირეაძე შეიწყალა.
ცნობისთვის, 37 წლის თეა სირაძეს ბრალად ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება, თუმცა იგი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა, რის გამოც მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
37 წლის თეა სირაძე 2010 წელს დააკავეს და 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.