„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძე ითხოვს, პანორამა თბილისის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ისევ დაუბრუნდეს პირველ ინსტანციას.
სალაძემ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ვერ გაერკვა საკითხის არსში, კერძოდ საქალაქო სასამართლო საუბრობს იმაზე, რომ თითქოს მოსარჩელე მხარე ითხოვდა გაშვებული ვადის აღდგენას. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვადა არ გაგვიშვია, ამ საქმეში ვადა დაიწყო მაშინ, როცა მივიღეთ სრული დოკუმენტაცია, რომელიც უკავშირდება კულტურის სამინიტროს მხრიდან იმ რუკის მოწოდებას, რომელიც ადასტურებს, რომ სოლოლაკის მაღლობი და სოლოლაკის ბაღები შენდება ქალაქში სწორი ლანდშაპტის დაცვის ზონაში. ეს დოკუმენტი როცა მივიღეთ იყო 2016 წლის ივნისი. ვთხოვთ, სააპელაციო სასამართლოს, ჩვენი სარჩელი განიხილოს, გააუქმოს საქალაქოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს საქალაქო სასამართლოში", - განაცხადა სალაძემ.