თურქეთში მოკლულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროც განცხადებით, ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და სტამბოლის მერიის მხარდაჭერით, მოხდება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გივი მაჩაიძის დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაცია 29 ივნისს შევიდა.
მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით, „ჯი-ეიჩ-ენი“ გარდაცვლილის დასთან, ხათუნა მაჩაიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.