ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ, 4 ივლისს განახლდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
არსებული ინფორმაციით, პროცესი კვლავ ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება.
როგორც საქმის ადვოკატები აცხადებენ, პროკურატურა წინასწარ არ აცხადებს, თუ ვინ დაიკითხება პროცესზე მოწმის სახით.
მათთვის ცნობილია მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ მოსამართლემ სხდომის ჩასატარებლად დაახლოებით 7 საათი გამოყო და სავარაუდოდ, 10-მდე მოწმე დაიკითხება.