აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის ადვოკატის, ნეიმატ ქერიმლის განცხადებით, მუხთარლის სამედიცინო ექსპერტიზა ერთი თვის დაგვიანებით ჩაუტარეს.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზა წინასწარი დაკავების იზოლატორში ჟურნალისტის ცემიდან ზუსტად 31-ე დღეს ჩატარდა.
„მუხთარლი თბილისიდან გაიტაცეს, სცემეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. დაცვის მხარემ მაშინვე მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა ეს არ მოხდა. კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მუხთარლის სამედიცინო ექსპერტიზა განგებ არ ჩაუტარეს, რომ ძალადობის კვალი თავისით გამქრალიყო“ - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.