შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
„150 მაშველი-მეხანძრის მყისიერი და ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია“,- წერს სოციალურ ქსელში უწყების პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია.
ავტონაწილების მაღაზიაში გაჩენილი ხანძარი დაახლოებით 2000 კვ.მ-ზე გავრცელდა.
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ ავტონაწილების მაღაზიაში ხანძარი 2 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.