თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ავტონაწილების ბაზრობაა განთავსებული, ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფი მობილიზებულია და ცეცხლის ჩასაქრობად ამ დროისთვის 8 სახანძრო მანქანა მუშაობს.
უწყების ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.