ბრაზილიის პოლიციამ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნარკომოვაჭრე 30-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავა. ლუის კარლოსი სამართალდამცველებმა ქალაქ სორიზუში აიყვანეს. სპეცოპერაციაში 150 თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. დაკავებულს 10 მილიონი დოლარის ღირებულების ფუფუნების საგნები ჩამოერთვა. სამართალდამცველებმა კარლოსი 30 წლის განმავლობაში იმის გამო ვერ დააკავეს, რომ მან სახელი შეიცვალა და სახის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.