თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძის სასამართლო პროცესზე ბრალდებულსა და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროს რამაზ თარაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. პროცესზე ხარშილაძემ პოლიცია მისთვის ნარკოტიკების ჩადებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ნარკოტიკი ადგილზე თარაშვილის მანქანით მიიტანეს. ამ განცხადებამ თარაშვილის პროტესტი გამოიწვია, რომელიც პროცესზე მოწმის სტატუსით იკითხება.
ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის საქმეზე დღეს 5 მოწმე დაიკითხება. მათ შორის პოლიციელები, რომლებიც დაცვის მხარემ წარმოადგინა.