ბიუროს სხდომაზე 30 ივნისის პლენარული სხდომის დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხების რიგითობა გააცნო.
პლენარული სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები სხვადასხვა მოსმენით წარმოდგენილ კანონპროექტებთან ერთად, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშებსაც გაეცნობიან. 30 ივნისის პლენარული სხდომის დღის წესრიგით, უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მიერ მომზადებულ კანონპროექტების და პარლამენტის რეზოლუციის და დადგენილების პროექტების განხილვასაც იგეგმება.
დღეს, IX მოწვევის პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა.