მთავარი პროკურორის განცხადებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულის, შოთა პაკელიანის დაზარალებულად ცნობა იგეგმება.
"თუ შოთა პაკელიანი დაზარალებულად არ არის ცნობილი ამ დრომდე, იგეგმება მისი ცნობა დაზარალებულად", - განაცხადა შოთაძემ.
შოთა პაკელიანის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურას დღეს მიმართავენ. ადვოკატის განცხადებით, საქმეს არგუმენტაციასთან ერთად ვიდეოც ექნება დართული. გიორგი მახარაძის განმარტებით, შოთა პაკელიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შედეგად, ისინი გამოძიების მასალების გაცნობას შეძლებენ.