ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით,საქმეზე დღეს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაიკითხებიან.
,,დაიკითხებიან აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ის ადამიანები, ვის თვალწინაც და ვისი მონაწილეობითაც ამოვიღეთ ბრალდებულის ბარგი. დღეს გამოირიცხება უსაფუძვლო განცხადებები ციანიდის ჩადებაზე. დღევანდელი მოწმეები დაადასტურებენ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყო და ბრალდებულის მიერ ჩაბარებული ბარგი უახლოეს პერიოდში მათივე თანდასწრებით ამოვიღეთ და დავლუქეთ. შესაბამისად, ვერანაირი მანიპულაცია ვერ მოხდებოდა“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე თქმით, ციანიდის ჩადებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია იყო დაცვის მხარის მიერ მოგონილი დეზინფორმაცია.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდს საქმეზე მამა გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.