თბილისში, ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცი საავადმოყოფში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა.
27 წლის მამაკაცს საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ესროლეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით