თბილისი-თელეთის გზატკეცილზე ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვი-ერევანის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის ამობრუნების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები მარნეულის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.