ჩემს მიმართ არის აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა, მე ყველა კითხვას გავეცი პასუხი და განვაცხადე, რომ სკამს არ გამოვეკიდები, უბრალოდ, ასეთ დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და აბსურდის თეატრში მე მონაწილეობას არ მივიღებ, - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მიხეილ ჩინჩალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებას, რასაც მას უყენებენ, თითიდან გამოწოვილია.
"ყველა უწყებაში შეიძლება იყოს თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც მოდიან წლების განმავლობაში და ეს არის კორპორაციული ერთობა, რომელიც რაღაც საკითხებში შეიძლება არ იყოს ერთიანი, რაღაც საკითხებში კი, დაემთხვეს მათი აზრი, მაგრამ ამას რომ კლანი დაარქვათ ყოვლად უსაფუძვლოა", - განაცხადა მიხეილ ჩინჩალაძემ.