„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა, ექსპერტიზის დასკვნის გაცნობაზე უარი განაცხადა, რადგან როგორც თავად ამბობს, დასკვნის გასანნობად მისულს, პროკურორებმა მას გაუთქმელობის ხელწერილის ჩამორთმევა მოსთხოვეს.
"როცა ქალაქის პროკურატურაში დიდუბე-ჩუღურეთიდან გადმოიგზავნა საქმე და მივედი პროკურორებთან, რომ გავცნობოდი დასკვნას, მითხრეს, რომ თუ დასკვნას გაეცნობი, ამ შემთხვევაში გაუთქმელობის ხელწერილს ჩამოგართმევთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეო. მოთხოვნაზე უარი ვთქვი, რადგან საზოგადოებას და ხალხს ვერ დავუმალავდი, თუ რა ეწერა იმ დასკვნაში. იმისათვის, რომ გამოძიების ინტერესები არ შელახულიყო და დაზარალებულების საქმე დროულად დასრულებულიყო, უარი ვთქვი იმ დასკვნის გაცნობაზე, რათა შემდეგ ხელშეშლა არ ყოფილიყო გამოძიებისთვის. არცერთი ადვოკატი, ვინც ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს იცავს, არ გასცნობია დასკვნას,"-განაცხადა სიხუაშვილმა.