[ციხეში] ადამიანის უფლებები სრულად დარღვეულია, - ამის შესახებ ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულმა მერაბ ღოღობერიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ციხეში რომ გამოიკვებოს, საჭმელს ოჯახი უგზავნის.
"გარედან ლამაზ, შიგნით ჩამპალ ციხეში ვართ. არაადამიანურ პირობებში ვიმყოფებით. ციხეში რომ გამოვიკვებო, საჭმელს ოჯახი მიგზავნის. ადამიანის უფლებები სრულად დარღვეულია. არ არის ჰიგიენა დაცული"-, განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულების პროცესი განახლდა.