თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტის მესამე სართულიდან მუშა გადმოვარდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი მრავლობითი მოტეხილობით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.