რუსთავში 15 წლის მარიამ სოროზანიშვილს ეძებენ. გოგონა 19 ივნისს, 21:00 საათზე სახლიდან გაიქცა და მას შემდეგ არავის უნახავს.
ოჯახი დახმარებას ითხოვს.
მარიამს ჯინსის ლურჯი პერანგი და შავი შარვალი ეცვა.
გოგონას დედის თქმით, მას თან ჰქონდა მობილური ტელეფონი, რომელიც გამორთულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე შეტყობინება წუხელ შევიდა, რის საფუძველზეც პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.