დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის აქციის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულების, ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი განახლდება.
ბრალდებულების საქმეზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე იმსჯელებს.
ირაკლი ჩხვირკვიას ადვოკატი მოითხოვს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დაუშვებლად იქნას ცნობილი. რაც შეეხება მერაბ ღოღობერიძეს, მისი ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.
ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე ლაპარაკობენ.
შეგახსენებთ, 11-12 მარტის მოვლენებზე სულ 20 ადამიანია დაპატიმრებული. აქედან ორს, მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩვირკიას, გამოძიება აქციის ორგანიზებას ედავება.