საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, [აფგან მუხთარლის საქმეზე] ყველა საპარლამენტო ფორმატი იქნება გამოყენებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტს ბუნებრივია, პარლამენტს აქვს კითხვები
"ბუნებრივია, პარლამენტს აქვს კითხვები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ზედამხედველობის განხორციელებაა. ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ საქმესთან. ზოგადად, ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ კონკრეტული საქმის გამოძიებით. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აღნიშნული საქმის გამოძიებას. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა საპარლამენტო ფორმატი იქნება გამოყენებული”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.