გორში ვიცე-მერის, გოგა რაზმაძის ოჯახი დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ფორმაში გადაცმული ნიღბიანები რაზმაძის ოჯახში საღამოს შეიჭრნენ, რა დროსაც სახლში ძიძა ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.
ძიძას ფიზიკურად გაუსწორდნენ და თანხა მოსთხოვეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია მოახერხეს თუ არა ყაჩაღებმა რამის წაღება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს.