აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საქმის მასალების ასლების გადაცემას ითხოვს.
ადვოკატი მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოს დღეს წერილობით მიმართავს.
გარდა ამისა, ჩოფიკაშვილი თვლის, რომ სიმართლეს შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეო-კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები მოჰფენს ნათელს.