იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის დეტალებს ერთ-ერთი თვითმხილვევლი იხსენებს.
მისი თქმით, თავდამსხმელი ახალგაზრდა მამაკაცი იყო. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიჭირეს და ხელბორკილები დაადეს.
„ქუჩის მეორე მხრიდან გამოირბინა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც სახეზე იკეთებდა სასწრაფოდ ნიღაბს. რაღაც ვერ იკეთებდა თან და საერთოდ, იხსნიდა თუ იკეთებდა, ამასაც ვერ მივხვდი წესიერად, მაგრამ სახეზე ჰქონდა ეს ნიღაბი შავი. ის მორბოდა და მას მოსდევდა ერთი თუ ორი გოგო, საცხობის თანამშრომლები, იქვე არის რაღაც ღვეზელების საცხობი და მე მეგონა, რომ იყო თავდასხმა, რაღაც ყაჩაღობა და მერე უკვე გამოჩნდა, ხალხი რომ შეჯგუფდა, დაჭრილი იყო ადამიანი, სისხლი მოსდიოდა და ვიცანი შორიდან როსტომაშვილი“, - განაცხადა თვითმხილველმა.
შეგახსნებეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას დღეს ერთი ნიღბიანი პირი თავს ბეისბოლის ჯოხით დაესხა. მსახიობი ინგოროყვას კლინიკაში თავის არეში ღია ჭრილობით და სხვადასხვა დაზიანებით მიიყვანეს.