"ბირჟა მაფიას" ერთ-ერთი წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატის, კახა ცნობილაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და ჯგუფის მეორე წევრს, გიორგი ქებურიას ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.
ცნობილაძის განმარტებით, რეპერებს, როგორც მოწმეებს, ჩაუტარდებათ სხეულის დათვალიერება, იმის დასადგენად, აქვთ თუ არა რაიმე დაზიანებები.
შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე გამოიკითხა რეპერი "მასტერი“ ხოლო მსახიობი, გიორგი გაგუა, რომელიც კლიპში პოლიციელის როლს ასრულებს, კვლავ პროკურატურაში იმყოფება.