„საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის 2015 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებას, რომელიც ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემების „ინტერVIEW“-სა და „წითელი ზონას“ მომზადებას ითვალისწინებდა, ვადა ეწურება, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,საზოგადოებრივი" ავრცელებს.
სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ამის შესახებ შეტყობინება „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას“ 5 ივნისს გაუგზავნა.
შეტყობინების მიხედვით, „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას“ ეცნობა, რომ ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის „ინტერVIEW“ დამზადების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება 2017 წლის 10 ივლისიდან შეწყდება, ხოლო „წითელი ზონას“ დამზადების შესახებ ხელშეკრულება - 2017 წლის 17 ივლისიდან.