თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 4 პირს ბრალად გამოძალვა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება.
შეგახსენებთ, ადგილზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც 4 ადამიანი იქნა დაკავებული.
როგორც ირკვევა, დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარერობს.