თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში სპეცოპერაციის დროს ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
როგორც ირკვევა, აღნიშნული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებული.
შსს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გააავრცელებენ.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, დიდი დიღმის ტრასაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.