სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ მეორე წევრი, გიორგი ქებურია გაათავისუფლა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქებურიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, 20 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
შეგახსენებთ, სასამართლომ ჯგუფის წევრი - მიხეილ მგალობლიშვილიც გაათავისუფლა.
ბრალდებულს მოსამართლის გადაწყვეტილებით, პასპორტის ჩაბარება დაევალა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კი ქებურიასგან განსხვავებით, 50 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
შეგახსენებთ, რომ რეპერებს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარემ სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.