მოქალაქე, რომელიც „ვოლვოს“ მარკის ავტომობილს მართვდა საპატრულო პოლიციის 2 მანქანას, შემდეგ კი ქვეითად მყოფ სამართალდამცავს დაეჯახა.
მოქალაქე ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით3 წლამდე ვადით.