საერთაშორისო კოალიციამ სირიაში ბაშარ ასადის მხარდამჭერებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ იერიშის მიზეზი ასადის მხარდამჭერი ძალების ქმედება გახდა. გაფრთხილების მიუხედავად, ასადის ძალები ე.წ. დეესკალაციის ზონაში ტანკებითა და სამხედრო ჯავშანტექნიკით შევიდნენ, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ეს ასადის მხარდამჭერებზე მიტანილი პირველი იერიში არ ყოფილა. კოალიციამ მათი პოზიციები 18 მაისსაც დაბომბა.