ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს ბრალდების ფორმულირება შეუცვალეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ღოღობერიძის ადვოკატმა, პაატა შავაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ღოღობერიძე თავს უდანაშაულოდ და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის პირად პატიმრად მიიჩნევს. პაატა შავაძის განცხადებით, სახელმწიფო ბათუმის მოვლენების რეალურ ორგანიზატორს ხელს აფარებს.
„მერაბ ღოღობერიძეს შეახოცა მავანმა ხელი. სახელმწიფო ფარავს რეალურორგანიზატორსა და ხელმძღვანელს, თავს შევიკავებ ამ პირის და ამ უწყების დასახელებისაგან,“ - განაცხადა ადვოკატმა, პაატა შავაძემ.