საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქაბულში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქაბულის დიპლომატიურ უბანში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ავღანელ ხალხსა და ხელისუფლებას", - წერია სამძიმრის წერილში.