რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება კანონის და სამართლიანობის ფარგლებში იქნება მიღებული, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დემირელის კოლეჯის მენეჯერის თურქეთში ექსტრადაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს საექსტრადაციო განხილვები სასამართლოში.
"მიმდინარეობს საექსტრადაციო განხილვები სასამართლოში. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება კანონის და სამართლიანობის ფარგლებში იქნება მიღებული",- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.