[ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებულ] პირადი ცხოვრების კადრებში პოლიტიკოსი ფიგურირებს, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, "იქ არის ჭორაობა, მამაო და მისი უხსენებელი ნათესავი, მისი მოგვარე საუბრობენ, ჭორაობენ ხელისუფლების წარმომადგენელზე, რომელიც შორენა თეთრუაშვილის მეგობარია".
„გასაჯაროვებულ ჩანაწერში იყო ერთი გაუგებარი კონტექსტი. როცა მე ეს ვიკითხე და მამაოს შევუთვალე, პასუხად მივიღე ის, რომ თუ სინოდზე ამ შეკითხვას დაგისვამენ, მე თანახმა ვარ, ეს გაასაჯაროვოთო. რომ იქ არის ჭორაობა, მამაო და მისი უხსენებელი ნათესავი, მისი მოგვარე საუბრობენ, ჭორაობენ ხელისუფლების წარმომადგენელზე, რომელიც ამ ქალბატონის მეგობარია. ისინი ჭორაობენ მის პირად ცხოვრებაზე. მამაო, რა თქმა უნდა, განიცდის ამას. ხელსიუფლების ინტერესშია, რომ ეს ჭორაობა არ გასაჯაროვდეს“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.
მისივე თქმით, ლუსტრაცია ხდება, სად უფრო მეტი სამართალია, ერში თუ ბერში.
„ლუსტრაცია ხდება, სად უფრო მეტი სამართალია, ერში თუ ბერში, ვინ უფრო მეტად მოინდომებს მეუფეს დასჯას, სინოდი თუ საერო ხელისუფლება მიიღებს ზომებს, რომ მეუფე გაჩუმდეს და ეს თავიანთი შეცდომა როგორმე გამოასწორონ და საქმე ბოლომდე მიიყვანონ. მამაოს მიუსაჯონ და მერე პატრიარქს ათხოვინონ შეწყალება. ეს აპრობირებული მეთოდია“, - აღნიშნა პეტრე ცაავამ.