განსაკუთრებით შეეხება კოლოფის დიზაინს, ერთი ფერის კოლოფი იქნება პირველი იანვრიდან მიმოქცევაში, - ამის შესახებ "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თამბაქოს რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა სრულად აკრძალება. მისივე თქმით, თვალხილული არ იქნება თამბაქოს ნაწარმი უკვე 2018 წლიდან გარე ვიტრინებზე. ხოლო შიდა ვიტრინებზე 2021 წლიდან იქნება სრულად აკრძალული.
"დღეს არის მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში. საქართველოც ყოველ წელს აღნიშნავს, თუმცა ისეთი ელფერი როგორიც წელს აქვს არ ქონია. იქიდან გამოდმიარე, რომ 17 მაისს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა რასაც იგრძნობს ყველა ჩვენი მოქალაქე უკვე მომდევნო წლიდან. ეს განსაკუთრებით შეეხება კოლოფის დიზაინს. ერთი ფერის კოლოფი იქნება პირველი იანვრიდან მიმოქცევაში. ასევე პირველი მაისიდან ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სრულად აიკრძალება მოწევა. ერთეული გამონაკლისების გამო, ეს გახლავთ სიგარა ბარები. რომლებიც სპეციალური ლიცენზიის შედეგად განახორციელებენ მხოლოდ სიგარის გამოყენებას. სალიცენზიო პირობები იქნება საკმაოდ მკაცრი.
რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა სრულად აკრძალება. თვალხილული არ იქნება თამბაქოს ნაწარმი უკვე 2018 წლიდან გარე ვიტრინებზე. ხოლო შიდა ვიტრინებზე 2021 წლიდან იქნება სრულად აკრძალული. 2020 წლიდან სტადიონზებზე აიკრძალება მოწევა. რაც შეეხება 2020 წლიდან სასტუმროებშიც სრულად აიკრძალება. მანამდე 20%-ის ნომრებში ინება დაშვებული მოწევა როგორც გარდამავალი ზომა. ეს წარმატება კი მივაღწიეთ, მაგრამ ეს გახლავთ 9 თავიანი გველეშაპის პირველი თავი. 8 თავი წინ გვაქვს. ჩვენ არ ვდუნდებით რადგან თამბაქოს ინდუსტრიამ შეიძლება შემოაგდოს რაღაც იდეები", - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.