თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში დააპატიმრეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანში მომუშავე ჟურნალისტი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
მისი ინფორმაციით, გაუჩინარებული ჟურნალისტი აფგან მუხთარგლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება.
მისივე ცნობით, ბაქოში გადაყვანილმა ჟურნალისტმა იურისტ ნემატ ქერიმლის დაურეკა და დახმარება სთხოვა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.