საქართველოში ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მომღერალი ქართული აუდიტორიის წინაშე 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე წარსდგება.
როგორც ირკვევა, მომღერალი "საქართველოს ბანკის" პერსონალური მომსახურების ჯგუფ Solo-ს და Easter Promoution-ს ჩამოჰყავთ.
"საქართველოს ბანკი" ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. საზოგადოებრივის ინფორმაციით, პრესკონფერენცია ელტონ ჯონის ჩამოსვლის შესახებ ხვალ გაიმართება.