პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ანდჟეი დუდამ თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.
ანდჟეი დუდა საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზტით იმყოფება.