საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდასა და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მაკა ჩიჩუამ აგატა კორნჰაუზერ-დუდას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
მაკა ჩიჩუამ და აგატა კორნჰაუზერ-დუდამ საქართველო - პოლონეთის კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და შეხვედრის ბოლოს საჩუქრები გაცვალეს.
მაკა ჩიჩუამ პოლონეთის პირველ ლედის ქართული, ტრადიციული სამოსის აქსესუარი - ყაბალახი უსახსოვრა.