საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო- სახალხო განხილვა მარტვილში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა წინასწარ გააპროტესტეს ის, რომ შესაძლოა მათ კითხვის დასმის საშუალება არ მისცემოდათ. ,,თავისუფლება -ზვიად გამსახურდიას გზა" ფრაქციის თავმჯდომარემ მარტვილის საკრებულოში ირაკლი ჯამბურიამ განაცხადა, რომ თბილისში მათ კითხვის დასმის უფლება არ მისცეს. მან საკონსტიტუციო კომისიის წევრებისაგან იმის გარანტია მოითხოვა, რომ გამოსვლის საშუალება მიეცემოდა. ასეთი პირობის მიღების შემდეგ კი ვითარება განიმუხტა.
ამ წუთებში საკონსტიტუციო კომისიის წევრები ადგილობრივებს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს აცნობენ.