მთავრობამ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში ბევრი მოთხოვნა გაითვალისწინა. ამის შესახებ განცხადება დღეს ბიუროს სხდომაზე მთავრობის საპრლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა გააკეთა და პარლამენტს ახალი საგადასახადო კოდექის დაჩქარებული წესით მიღება მოთხოვა. ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა მზადაა, ბიზნესისა და ნებისმიერი დიანტერესებული პირის შენიშნები მოისმინოს.
"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ საკითხზედაც ვესაუბრე და მან მითხრა, რომ მომავალ კვირაში ის ისევ შეხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს და მათ საჩივრებსა და პრეტენზიებს პირადად მოისმენს", - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, ახალი საგადასახადო კოდექის პროექტზე კომიტეტში ინტენსიური მუშაობა მიმდნარეობს და მთავრობასთან ერთად პარლამენტიც მზადაა ნებისმიერი შენიშვნა გაითავლისწინოს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას შემდეგ რაც ახალი საგადასახადო კოდექსი დამტკიცდება, მთავრობა ბიზნესისგან შენიშვნებს მიღებას გააგრძელებს.
"გილაურთან შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, კოდექსის დამტკიცების შემდეგ გაგრძელდება მუშაობა ბიზნესთან, რომ ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემა იქნას განხილული და გააანალიზებული, რადგან იწერება მთლიანად ახალი საგდასახადო პროექტი და შესაძლოა მასში გარკვეული კორექტირებიც იყოს საჭირო. შესაბამისად, არც ახალ საგადასახადო კოდექსში შესატანილი ცვლილებების აუციბელობას გამოვრიცხავ", - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ითქვა, ახალი საგადასახადო კოდექსის
პროექტი სავარაუდოდ ივლისის შუა რიცხვებში დამტკიცდება და მისი ცალკეული მუხლები ეტაპობრივად შევა ძალაში, ხოლო კოდექსი მთლიანად და სრულყოფილად 2011 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.