შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს.
„საქართველო ისტორიულად მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ტრადიციების სახელმწიფოა, რაც ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა. მსურს, საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს მივულოცო წმინდა რამაზანის თვის დადგომა. ამ თვის დასაწყისი ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, სიმშვიდის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი“, - აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.
წმინდა რამაზანის მარხვა ერთ თვეს გაგრძელდება და 25-27 ივნისს სამდღიანი ბაირამით დასრულდება.