ფარმან ჯეირანლი მიიჩნევს, რომ უკანონოდ დააკავეს, ამის შესახებ სასამართლო დარბაზში თავად კლინიკის დირექტორმა განაცხადა.
მისი თქმით, დაკავება ქალაქში არასამუშაო დროს მოხდა და ის არც ერთხელ არ ყოფილა გამოძახებული შესაბამის უწყებებში.
პროკურატურის პოზიციით, ბრალდებულის დაკავება სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე მოხდა და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებეთ, ამ წუთებში სასამართლო კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვს.