სასამართლო სს გუდვილის კრედიტორებს კრების მოწვევის საშუალებას არ აძლევს· სს გუდვილი წარმოადგენს გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის) რეჟიმში მყოფ კომპანიას, რომელსაც აქვს 28 მილიონამდე ფინანსური ვალდებულება გასასტუმრებელი.
- სასამართლო კრედიტორებს არ აძლევს საშუალებას მოიწვიონ კრედიტორთა კრება.
- სასამართლოს გადაწყვეტილება არის პირველი პრეცენდენტი, რომელიც არსებობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში.
- რეაბილიტაციის გეგმა ვერ სრულდება, რასაც ცხადყოფს ბოლო ფინანსური ანგარიშები.
- სასამართლოს გადაწყვეტილებები კომპანიას აყენებს ,,გაკოტრების“ საფრთხის წინაშე.
10 მილიონზე მეტი მოთხოვნის კრედიტორები ითხოვენ დაუყონებლივ, როგორც ,,გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით არის გათვალისიწნებული, მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება, რომელზეც კრედიტორებს ექნებათ საშუალება იმსჯელონ დღის წესრიგით გათვალისიწინებულ საკითებზე.