"ბავშვთა სამყაროს" დაწვის შედეგად დაზარალებულები პროკურატურასთან საპროტსტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება და ყველა დაზარალებული მოვაჭრისათვის ზარალის ანაზღაურება.
მოვაჭრეები მთავარ პროკურორს საქმის გაჭიანურებასა და შენობის დაწვაში დამნაშავეთა ხელის დაფარებაში ადანაშაულებენ.
აქციაზე დაზარალებულებთან პროკურატურის წარმომადგენელი გამოვიდა და მოვაჭრეებს შესთავაზა, რომ მათი სამი წარმომადგენელი შეხვედროდა მთავარი პროკურორს. თუმცა დაზარალებულები არ დათანხმდნენ და მოითხოვეს ყველა ერთად შეხვდეს მთავარ პროკურორს.