ორთაჭალაში გოგონამ დედა მოკლა. სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შსს-ში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი გარდაცვლილის შვილია.