გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც ბოლო ზარის აღსანიშნავად ყვარლის ტბაზე მიდიოდნენ, ავარიაში მოყვნენ. ამის შესახებ ინფორმაცას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მათი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ოთხი ახალგაზრდა, რომელთაგან ორს მოტეხილობები აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფიორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.